ანტონიო კასანო - იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთის ისტორიაში მესამე საუკეთესო ცენტრფორვარდია
ანტონიო კასანო - იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთის ისტორიაში მესამე საუკეთესო ცენტრფორვარდია

„მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ზლატან იბრაჰიმოვიჩი სრულყოფილი თავდამსხმელია, – ციტირებს ანტონიო კასანოს სიტყვებს Football Italia  – თუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელს განვიხილავთ, იბრა მესამეა, რონალდო „ფენომენოსა“ და მარკო ვან ბასტენის შემდეგ“, – მიაჩნია „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ მოთამაშეს.

39 წლის იბრაჰიმოვიჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. „მილანის“ შემადგენლობაში შვედმა თავდამსხმელმა რვა მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

ცოტა ხნის წინ, ზალატან იბრაჰიმოვიჩი იტალიის ჩემპიონატში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.