იბრაჰიმოვიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და, დიდი ალბათობით, „მილანს“ „ტორინოსთან“ მატჩში დაეხმარება #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და, დიდი ალბათობით, „მილანს“ „ტორინოსთან“ მატჩში დაეხმარება #1TVSPORT

„მილანის“ 41 წლის თავდამსხმელი ზალატან იბრაჰიმოვიჩი გუნდთან ერთად ემზადება და, დიდი ალბათობით, „ტორინოსთან“ გასამართ მატჩში მოედანზე გამოჩნდება, – ინფორმაციას La Gazetta Dello Sport-ი ავრცელებს.

იბრაჰიმოვიჩი რვა თვეა, რაც გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და არც მოედანზე გამოჩენილა, რადგან ოპერაცია ჩაუტარდა და რეაბილიტაციას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა.

გასულ სეზონში ზალატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი „მილანსა“ და „ტორინოს“ შორის 10 თებერვალს გაიმართება.