„იბიარდმა“ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5 პროცენტამდე გააუმჯობესა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის განახლებული პროგნოზით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2026 წელს 6.5%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება.
ბოლო პროგნოზთან შედარებით, რომელიც ბანკმა ივნისში გამოაქვეყნა, ორივე წლის შეფასება 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.
„ზრდა წლის პირველ ნახევარში ფართო ხასიათს ატარებდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის მომსახურებებმა, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ, ასევე, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ. ამავდროულად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურ ჭრილში 2.0%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 20% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმპორტის 2.3%-იან ზრდას“, – წერია „იბიარდის“ ანგარიშში.