ეროვნული ლიგის მე-19 ტური თბილისის „იბერიასა“ და „თელავის“ შეხვედრით გაგრძელდა, რომელიც თბილისელებმა ბოლო წუთებზე გადაარჩინეს – 1:1.
„იბერია“ უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც თურქულ „ბაშაქშეხირს“ 8 აგვისტოს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 15 აგვისტოს სტამბულში გასვლით შეხვედრას გამართავს.
უგოლო პირველი ტაიმის ანგარიში თელაველებმა გახსნეს, მასპინძლებს სიდიკი ტრაორემ გაუტანა.
„იბერიამ“ 86-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ოთარ მამაგეიშვილის დარტყმის შემდეგ ლადო ოდიშვილმა ბურთის მოგერიება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
19 ტურის შემდეგ „იბერია“ 33 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „თელავი“ (18) მეცხრე ადგილზე დარჩა.