„იბერიამ“ „სამტრედია“ დაამარცხა - გიორგი კოხრეიძე ბომბარდირთა შორის იონსენს დაეწია #1TVSPORT
„იბერიამ“ „სამტრედია“ დაამარცხა - გიორგი კოხრეიძე ბომბარდირთა შორის იონსენს დაეწია #1TVSPORT

თბილისის „იბერიამ“ ეროვნულ ლიგაში მორიგი შეხვედრა „სამტრედიასთან“ დამაჯერებლად მოიგო 3:0 და ლიდერობა შეინარჩუნა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბავი კი შესვენების შემდეგ მოხდა. 56-ე წუთზე ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა და ეროვნული ლიგის ბომბარდირს, ტორპედოელ ბიორნ იონსენს დაეწია. 68-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ ეფექტური გოლით სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში შეიკნე სილამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა.

12 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 29 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (26) გადაასწრო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ (7) ბოლო, მე-10 პოზიციაზე დარჩა.