იაშვილის კლინიკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
იაშვილის კლინიკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

იაშვილის კლინიკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადების მქონე 64-მა ბავშვმა პირველი ივნისი ანიმაციურ გმირებთან ერთად იზეიმა და საჩუქრები მიიღო.

მე-6 წელია, იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიების ჩართულობით მასშტაბურად აღინიშნება.

წელს კომპანიებისა და ფიზიკური პირების დახმარებით ბავშვებისთვის შეგროვებულმა და გახარჯულმა თანხამ 20 350 ლარი შეადგინა.