იაშაღაშვილი ბრიტანული გამოცემის რჩეულთა შორის მოხვდა
იაშაღაშვილი ბრიტანული გამოცემის რჩეულთა შორის მოხვდა

ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph 15 პერსპექტიული ახალგაზრდა მორაგბე გამოარჩია, რომელთა შორის ქართველი მორაგბე იოანე იაშაღაშვილი მოხვდა. ავტორი რაგბის სპეციალისტებს ურჩევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, სტატიაში დასახელებულ ახალგაზრდა მოთამაშეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. იოანე იაშაღაშილს, რომელიც საქართველოს 20 წლამდე ნაკრების წევრი გახლავთ, 23 აპრილს უკვე 20 წელი შეუსრულდა

იაშაღაშილი მარნეულის „არმაზის“ აღზდრილია და გასული წლის ზაფხულიდან ტოპ14-ის კლუბ „ბაიონის“ ღირსებას იცავს. ძირითადად, ქართველი მორაგბე „ესპუარებში“ ასპარეზობს, თუმცა იქ ძირითად გუნდში სამი შეხვედრა ჩაატარა.

იაშაღაშვილი ძალიან სტაბილურად თამაშობს საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მომავალზე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. გასული წლის 20 წლამდელთა მსოფლიოს თასზე მან 70 ბოჭვა შეასრულა. ის მოედანზე ძალიან ეფექტურია, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ“,- ნათქვამია სტატიაში.