იაროსლავლში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
იაროსლავლში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

რუსეთში, ქალაქ იაროსლავლში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არის არასრულწლოვანიც. ევაკუაცია დასრულებულია და შენობაში ამჟამად არც ერთი მცხოვრები არ იმყოფებოდა. ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი მმართველობის პრესსამსახური ავრცელებს.

საცხოვრებელ სახლში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ჩამონგრეულია ხუთი სართული.