იარი კური - გამიკვირდება, თუ ოვეჩკინი ბომბარდირთა სიაში გრეცკის გადაასწრებს
იარი კური - გამიკვირდება, თუ ოვეჩკინი ბომბარდირთა სიაში გრეცკის გადაასწრებს

სტენლის თასის ხუთგზის გამარჯვებულმა, „ედმონტონის“ ყოფილმა მოთამაშემ, ფინელმა იარი კურიმ, „ვაშინგტონის“ კაპიტნის ალექსანდრ ოვეჩკინის ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობის შანსებზე საკუთარი აზრი გამოთქვა:

„ოვეჩკინს წინ ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი, მას ამის გაკეთება შეუძლია, თუ ის შეინარჩუნებს მოტივაციას და იქნება ჯანმრთელი. რუსი პირველი პრეტენდენტია, სხვას ვერავის ვხედავ, ვინც გრეცკის გადასწრებას შეძლებს. მიუხედავად ამისა, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ ოვეჩკინი გრეცკის გადაასწრებს,“ – ციტირებს ფინელს „ენ-ბი-სი სპორტს“ (NBC Sports). იარი კურის ანგარიშზე კარიერის განმავლობაში 601 გოლია.

შეგახსენებთ, რომ რუსს ლეგენდარული უეინ გრეცკის რეკორდამდე 192 გოლი აკლია, კანადელს 894 შაიბა აქვს გატანილი.