იაპონური სუმოს ასოციაციამ ნაცუს ბაშოს სასტარტო დღეების ორთაბრძოლების განრიგი გამოაქვეყნა
იაპონური სუმოს ასოციაციამ ნაცუს ბაშოს სასტარტო დღეების ორთაბრძოლების განრიგი გამოაქვეყნა

იაპონური სუმოს ასოციაციამ ნაცუს ბაშოს სასტარტო დღეების ორთაბრძოლების განრიგი გამოაქვეყნა.

ნაცუს ბაშოზე ქართველი სეკივაკე და ოძეკობის კანდიდატი ტოჩინოშინი პირველ ბრძოლას აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა შოჰოძანისთან ჩაატარებს. მეტოქესთან ლევან გორგაძის ბალანსი დადებითია. ურთიერთშეხვედრებში გორგაძის სასარგებლოდ ანგარიში 12-5-ია.

ტოჩინოშინის მეორე მოწინააღმდეგე აბი იქნება. იგი უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ მესამე ბაშოს ატარებს.

აბი და გორგოძე ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან.

ჰაცუს ბაშოზე ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი, ლეგენდარული სუმოისტი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ბრუნდება. ტურნირზე ასევე მეორე მონღოლი იოკოძუნა კაკურიუც იასპარეზებს.

რანგით დაბალ ჯურიოს დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ტურნირზე დასავლეთის მე-2 ნომრადაა განთესილი პირველ ბრძოლაში აღმოსავლეთის მე-2 ნომერ იაპონელ კოტოეკოს შეერკინება. ამ სუმოისტების გასული ოთხი ბრძოლიდან სამში გამარჯვებული ქართველი გაგამარუ გახდა.

ჰაცუს ბაშო სტარტს 13 მაისს, აიღებს და 15 დღე გასტანს. თითოულ სუმოისტს დადებითი ბალანსის კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად მინიმუმ რვა ბრძოლაში გამარჯვება სჭირდებათ.