იაპონური მედია - იაპონიის იმპერატორი შეუძლოდაა
იაპონური მედია - იაპონიის იმპერატორი შეუძლოდაა

იაპონიის იმპერატორი შეუძლოდაა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo, იმპერატორის სასახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, აკიჰიტოს შეუძლოდ ყოფნა ცერებრალურ ანემიასთან არის დაკავშირებული. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, იაპონიის იმპერატორს რამდენჯერმე დაეხვა თავბრუ. ექიმების რეკომენდაციით მას სიმშვიდე და დასვენება სჭირდება.

შეგახსენებთ, 2016 წლის აგვისტოში აკიჰიტომ განაცხადა, რომ ასაკის გამო იმპერატორის მოვალეობის შესრულება უჭირს და სურვილი აქვს თანამდებობა მემკვიდრეს გადააბაროს.

სპეციალურმა კომისიამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, რომ აკიჰიტომ ტახტი 2019 წლის აპრილში უნდა დატოვოს და მისი ადგილი პრინცმა ნარუჰიტომ უნდა დაიკავოს.