იაპონური კომპანიების ჩინეთიდან გამოსაყვანად იაპონიის მთავრობამ 2.2 მილიარდი დოლარი გამოყო
იაპონური კომპანიების ჩინეთიდან გამოსაყვანად იაპონიის მთავრობამ 2.2 მილიარდი დოლარი გამოყო

იაპონია საკუთარი ქვეყნის კომპანიებს ჩინეთიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკური სტიმულის რეკორდული პაკეტი დაამტკიცა, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად იაპონურ საწარმოებს 220 მილიარდი იაპონური იენით (2.2 მილიარდი დოლარი) დაეხმარება. თანხა გამოყოფილია იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებას ჩინეთიდან იაპონიაში გადაიტანენ.

გამოცემა წერს, რომ ასევე დამატებით 23.5 მილიარდი იაპონური იენი (200 000 დოლარი) იმ იაპონურ საწარმოებს მოხმარდებათ, რომლებიც წარმოებას სხვა ქვეყნებში გადაიტანენ.

ჩინეთი იაპონიის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში წარმოების პროცესი შეჩერდა, თებერვალში ჩინეთიდან იმპორტი თითქმის განახევრდა. ამის გამო კი, იაპონური კომპანიები აუცილებელი რესურსების გარეშე დარჩნენ.