იაპონიის ყოფილი პრემიერი იასუჰირო ნაკასონე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა
იაპონიის ყოფილი პრემიერი იასუჰირო ნაკასონე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იასუჰირო ნაკასონე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ნაკასონე იაპონიას 1982-1987 წლებში მართავდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო მასშტაბით იაპონიის პოპულარიზაციაში. ნაკასონეს ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან.

იასუჰირო ნაკასონე 1918 წლის 27 მაისს წალაქ ტაკასაკიში დაიბადა. ის იმ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების სიაში იყო, რომლებმაც ყველაზე დიდი ხანი იცოცხლეს.