იაპონიის სანაპიროს ტაიფუნი უახლოვდება
იაპონიის სანაპიროს ტაიფუნი უახლოვდება

იაპონიის სანაპიროს ტაიფუნი „ჰაიშენი“ უახლოვდება. სტიქიის გამო ასობით ათას ადამიანს ევაკუაციის რეკომენდაციით მიმართეს. მეტეოროლოგები ძლიერ ქარსა და რეკორდული რაოდენობით ნალექს ელოდებიან.

„როიტერის“ ინფორმაციით, სტიქია რამდენიმე პრეფექტურას ემუქრება, რის გამოც 100 ათასზე მეტ მოქალაქეს სახლების დატოვება მოუწევს. ქარის სიჩქარე ზოგიერთ რეგიონში 50 მ/წმ-ში მიაღწევს.

ტაიფუნის გამო გაუქმდა 500-ზე მეტი ფრენა. 7 სექტემბრიდან შეიზღუდება ჩქაროსნული მატარებლების გადაადგილებაც. მსხვილმა იაპონურმა კომპანიებმა, მათ შორის, „ტოიოტამ“ და „ჰონდამ“ მუშაობა დროებით შეაჩერეს. დაიხურა დიდი სუპერმარკეტებიც.

ამჟამად სტიქია ოკინავას პრეფექტურას უახლოვდება. ვარაუდობენ, რომ ტაიფუნი იაპონიას დღეს ღამით მიაღწევს.

ძლიერი ქარის გამო დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ვრცელდება ცნობა ორი დაშავებულის შესახებ.

დატოვე კომენტარი