იაპონიის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში იაპონიის 650 მოქალაქე იმყოფება
იაპონიის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში იაპონიის 650 მოქალაქე იმყოფება

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც ახალი კორონავირუსი მძვინვარებს, იაპონიის 650 მოქალაქე იმყოფება. ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

იაპონური მედიის ინფორმაციით, მთავრობა ამ ადამიანების ევაკუაციისთვის ემზადება და სავარაუდოდ უხანიდან იაპონიის მიმართულებით რეისი 28 იანვარს შესრულდება.