იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოდან მიღებული საჩუქრის ფოტოს ავრცელებს
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოდან მიღებული საჩუქრის ფოტოს ავრცელებს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე დაბადების დღისთვის საქართველოდან მიღებული საჩუქარი გამოაქვეყნა.

„საქართველოდან დაბადების დღის მისალოცი საჩუქარი მივიღე. ქართული ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო ქვეყნის ტრადიციული მინანქრის ხელოვნებით მოპირკეთებულ ბოთლშია ჩასხმული. მე კი ქართულ ეროვნულ სამოსში, ჩოხაში ვარ გამოწყობილი“, – წერს ტარო კონო.

ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.