იაპონიის ქალაქი საიტამა 22-26 მარტს ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს [ვიდეო] #1TVSPORT
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე 39 ქვეყნის სპორტსმენი იასპარეზებს. ერთეულთა თანრიგში 34 ვაჟი და 35 გოგონა გამოვა, ასევე საკუთარ პროგრამას 23 სპორტული და 33 მოცეკვავე წყვილი წარმოადგენს.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, მორის ყვითელაშვილი, ნიკა ეგაძე, კარინა საფინა, ლუკა ბერულავა, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია წარადგენენ.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად მომზადებული საიმიჯო ვიდეორგოლის მონაწილეა.