იაპონიის პრემიერი აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად ატომური ობიექტები არ დაზიანებულა
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას თქმით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად ატომური ობიექტები არ დაზიანებულა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვამოწმებთ ინფორმაციას, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ცნობებით, მასშტაბური ნგრევა არ მომხდარა“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
სუგამ მოუწოდა მოქალქეებს, არ დატოვონ სახლები და მზად იყვნენ შესაძლო განმეორებითი ბიძგებისთვის.
ბოლო ცნობებით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა. სტიქიის სიმძლავრე 7,3 მაგნიტუდას შეადგენდა. ყველაზე ძლიერად ბიძგები ფუკუშიმასა და მიაგის პროვინციაში იგრძნობოდა.