იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის მდივანი იოშიჰიდე სუგა დაიკავებს
იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის მდივანი იოშიჰიდე სუგა დაიკავებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის მდივანი იოშიჰიდე სუგა დაიკავებს. „როიტერის“ ინფორმაციით, ის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

იოშიჰიდე სუგა პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერის პოსტზე სინძო აბეს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ გასულ თვეში განაცხადა.

2020 წლის აგვისტოში აბე იაპონიის ისტორიაში მთავრობის მეთაურის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი პრემიერი გახდა. 71 წლის იოშიჰიდე სუგა სინძო აბეს მოკავშირეა.

დატოვე კომენტარი