იაპონიის პრემიერ-მინისტრი - ტერიტორიული დავის მოგვარებამდე, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება ვერ გაფორმდება
იაპონიის პრემიერ-მინისტრი - ტერიტორიული დავის მოგვარებამდე, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება ვერ გაფორმდება

ტერიტორიული დავის მოგვარებამდე, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება, ვერ გაფორმდება, – ეს განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ გააკეთა. მისი თქმით, ამის შესახებ მან პირადად პუტინს ორჯერ შეახსენა.

„მე არაერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია პრეზიდენტ პუტინთან, რომლის მიხედვითაც, ჯერ უნდა მოგვარდეს ტერიტორიული დავა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება გადაწყდეს სამშვიდობო შეთანხმების საკითხი. მე ეს პოზიცია ორჯერ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამდე და ამის შემდეგაც დავაფიქსირე“, – განცხადა სინძო აბემ.

შეგახსენებთ, მანამდე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთ-იაპონიის სამშვიდობო შეთანხმება, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, წლის ბოლომდე გაფორმდეს.

რუსეთი და იაპონია უკვე მრავალი წელია მუშაობენ სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის გაფორმებასაც ხელს უშლის კურილიის კუნძულების კუთვნილებასთან დაკავშირებული ტერიტორიული დავა.

დატოვე კომენტარი