იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ნავთობის რეზერვების გამოყენებას დაიწყებს მიწოდების შეფერხების შედეგად გაზრდილი შეშფოთების გამო

11:02, 24.03.2026
@“àŠOî¨’²¸‰ï‚ōu‰‰‚·‚鍂Žs‘•cŽñ‘Ё‚Q‚T“úŒßŒãA“Œ‹ž“s`‹æy•Ò’zƒtƒƒ“ƒgŽÊ^Œó•â‚Æ‚µ‚Ü‚·

@“àŠOî¨’²¸‰ï‚ōu‰‰‚·‚鍂Žs‘•cŽñ‘Ё‚Q‚T“úŒßŒãA“Œ‹ž“s`‹æy•Ò’zƒtƒƒ“ƒgŽÊ^Œó•â‚Æ‚µ‚Ü‚·

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ნავთობის რეზერვების გამოყენებას დაიწყებს მიწოდების შეფერხების შედეგად გაზრდილი შეშფოთების გამო.

„ამ კვირიდან, 26 რიცხვიდან სახელმწიფო რეზერვების გაშვებას დავიწყებთ“,  – აღნიშნავს ტაკაიჩი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას იაპონიამ უკვე გამოიყენა კერძო რეზერვები „ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის“ უზრუნველსაყოფად. იაპონიაში გამოყენებული ნავთობის თითქმის 95% ჰორმუზის სრუტეზე გადის.

მსგავსი