იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ქვეყნის პარტნიორებთან თანამშრომლობით
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის განცხადებით, იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ქვეყნის პარტნიორებთან თანამშრომლობით.
„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კვლავ გრძელდება. მნიშვნელოვანია, რუსეთის აგრესია რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას მსგავსი პოზიციის მქონე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი ხალხის ნების პატივისცემის პარალელურად“, – აღნიშნა სანაე ტაკაიჩიმ.
როგორც ტაკაიჩიმ განმარტა, ახლა რუსეთსა და იაპონიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. ამასთან, მისივე თქმით, იაპონიის მთავრობის პოლიტიკა ტერიტორიული საკითხის გადაჭრისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების კუთხით უცვლელი რჩება.
Japan’s Prime Minister Sanae Takaichi:
Russia’s invasion of Ukraine is still ongoing. It is important to bring Russia’s aggression to an early end.
Japan will continue to support Ukraine in close coordination with like-minded countries, while respecting the will of the… pic.twitter.com/DQiJJNejf7
— Clash Report (@clashreport) February 20, 2026