იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ იაპონია არ გეგმავს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნან სამეკავშირეო ოფისი იაპონიაში
იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ იაპონია არ გეგმავს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნან სამეკავშირეო ოფისი იაპონიაში

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია არ გეგმავს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნან სამეკავშირეო ოფისი იაპონიაში.

ამასთან, კიშიდა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არის ინფორმირებული, მიიღეს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ნატო-ში.

იაპონიის ამ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მაო ნინგი გამოეხმაურა. მისი თქმით, იაპონიის ნაბიჯი არის ის, რასაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი „არ მიესალმება“.

„ტოკიო ზედმეტად ფრთხილად უნდა იყოს სამხედრო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, მისი აგრესიის ისტორიის გათვალისწინებით“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ, იაპონური მედიის ინფორმაციით, კიშიდა გეგმავს შეუერთდეს ნატო-ს სამიტს, რომელიც ივლისში ლიეტუვაში გაიმართება.