იაპონიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად იოშიჰიდე სუგა დაამტკიცა
იაპონიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად იოშიჰიდე სუგა დაამტკიცა

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად იოშიჰიდე სუგა დაამტკიცა. იაპონიაში მთავრობის ხელმძღვანელის ცვლილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შინზო აბემ გასულ თვეში თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყნის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა გადაწყვეტილების საფუძვლად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. „ბიბისის“ ინფორმაციით, იოშიჰიდე სუგა შინზო აბეს ახლო მოკავშირეა და სავარაუდოდ მისი წინამორბედის კურსს გააგრძელებს.

ახალ კაბინეტთან ერთად, იოშიჰიდე სუგას სპეციალური ცერემონიით იაპონიის იმპერატორი საიმპერატორო სასახლეში დაამტკიცებს.

წლების განმავლობაში იოშიჰიდე სუგა მინისტრთა კაბინეტის მთავარი მდივნის თანამდებობას იკავებდა, რაც იაპონიის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის შემდეგ ყველაზე მაღალი თანამდებობაა.

დატოვე კომენტარი