იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები უკიდურესად სამწუხაროა და გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვენ
იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები უკიდურესად სამწუხაროა და გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვენ

აშშ-ის მიერ იაპონიის მიმართ დაწესებულმა ტარიფებმა გამოიწვია „ძალიან სამწუხარო“ რეაქცია, – ამის შესახებ იაპონიის მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენელმა, იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა.

„ამ განცხადების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავეცით აშშ-ის მთავრობას, რომ ბოლო ზომები უკიდურესად სამწუხაროა და მტკიცედ მოვითხოვეთ მათი გადახედვა. ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებულ ბოლოდროინდელ ზომებს და სხვა ფართო სავაჭრო შეზღუდვებს, შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ იაპონიასა და აშშ-ს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, საბოლოოდ, გლობალურ ეკონომიკასა და მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაზე“, – განაცხადა ჰაიაშიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიას 24%-იანი ტარიფები დაუწესა.