იაპონიის მთავრობა - ვგმობთ წითელ ზღვაში გემის დაკავებას, რომელსაც იაპონური კომპანია მართავს
იაპონიის მთავრობა - ვგმობთ წითელ ზღვაში გემის დაკავებას, რომელსაც იაპონური კომპანია მართავს

იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ გმობს წითელ ზღვაში გემის დაკავებას, რომელსაც იაპონია მართავს.

„გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ავტომობილების გადამზიდავი Galaxy Leader-ი, რომელსაც „ნიპონ იუსენი“ მართავდა, ჰუსიტებმა დაიპყრეს, როდესაც წითელ ზღვაში, იემენის მახლობლად მიდიოდა. მთავრობა მკაცრად გმობს ასეთ ქმედებას“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა, ჰიროკაზუ მაცუნომ.

იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ დაიპყრეს ისრაელის გემი, მაგრამ ისრაელში აცხადებენ, რომ ის ბრიტანეთის საკუთრებაში იყო და ბორტზე ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

იაპონიის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორტზე, დაახლოებით, 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბულგარელები და ფილიპინელები, მაგრამ არა იაპონელი.