იაპონიის ხელისუფლება გადასახადებისგან გაათავისუფლებს კომპანიებს, რომელთა გაყიდვებიც ეპიდემიის გამო ორჯერ შემცირდა

09:15, 02.04.2020

იაპონიის ხელისუფლება გადასახადებისგან გაათავისუფლებს იმ კომპანიებს, რომელთა გაყიდვებიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო, წინა წელთან შედარებით, ორჯერ შემცირდა. საუბარია ნებისმიერ კვარტალურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კომპანიები გათავისუფლდებიან ქონებისა და აქტივების გადასახადისგან.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ ასევე დაავალა მინისტრთა კაბინეტს, მოამზადონ ეკონომიკის მხარდასაჭერად უპრეცედენტო ზომების პაკეტი.

მსგავსი