იაპონიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო მარტის შუა რიცხვებამდე გადაიდო
იაპონიის საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება – კორექტივები შეიტანონ ტურნირის ჩატარებაში კორონავირუსის გავრცელების გამო.
იაპონიის J-ლიგამ ახალ სეზონში მხოლოდ ერთი ტურის ჩატარება მოასწრო და ახლა, იძულებულია პაუზა აიღოს. გაუქმებულია მეორე, მესამე და მეოთხე ტურები, რომელთა გამართვა დაგეგმილი იყო 28 თებერვლიდან 15 მარტამდე.
გადაწყვეტილება მიიღეს ლიგის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა.
„J-ლიგა ყველა ღონეს იხმარს, რათა ქვეყანაში არ გავრცელდეს ახალი ვირუსი, ამასთან, მოემზადება ჩემპიონატის განახლებისთვის. მატჩების ჩატარების ახალი თარიღები მას შემდეგ გამოცხადდება, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – წერია ლიგის განცხადებაში.
უმაღლესი დივიზიონის მატჩებთან ერთად, იაპონიაში გაუქმებულია მატჩები მეორე და მესამე ლიგებში, ასევე იაპონიის ლიგის თასზე.