იაპონიის ახალ საიმპერატორო ერას „რეივა“ ერქმევა, რაც წესრიგსა და ჰარმონიაზე მიუთითებს.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა 1-ლი მაისიდან, იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ დაიწყება.
ახალი საიმპერატორო ერის დასახელება მომდევნო ათწლეულებში ტონის მიცემას ისახავს მიზნად, რაც იაპონელების უმრავლესობისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.
85 წლის იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ, იაპონიის ახალი იმპერატორი, მისი ვაჟი, მემკვიდრე პრინცი ნარუჰიტო გახდება.
200 წელზე მეტია, იაპონიაში იმპერატორი არ გადამდგარა. მოქმედი იმპერატორის, აკიჰიტოს ერას „ჰეისეი“ ჰქვია, რაც იაპონურ ენაზე „მშვიდობის მიღწევას“ ნიშნავს.