იაპონიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

01:03, 05.07.2020

იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ კიუსიუზე ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის გამო, სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა. ცხრა პირი დაკარგულად ითვლება. 14 ადამიანი გარდაიცვალა ხანდაზმულთა თავშესაფარში.

ძლიერი წვიმის გამო, ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 200 ათასამდე ადამიანი ევაკუაციის განკარგულება გასცა. სამაშველო სამუშაოებში 10 ათასი სამხედროა ჩართული.

ყველაზე მეტად დაზარალებულია პრეფექტურები კუმამოტო და კაგოშიმა.

მსგავსი