იაპონიაში ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობას იკვლევენ
იაპონიაში ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობას იკვლევენ

იაპონიაში ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობას იკვლევენ. ინფორმაციას „როიტერი“ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდონით ავრცელებს.

იაპონიაში კორონავირუსის ახალი შტამი ბრაზილიიდან დაბრუნებულ ადამიანებს დაუდასტურდათ.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსის ახალი სახეობა ბრაზილიიდან დაბრუნებულ ოთხ ადამიანს გამოუვლინდა. მათ შორის ერთ-ერთს, 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, 30 წელს გადაცილებულ ქალს კი თავისა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. მოზარდ მამაკაცს სიცხე გამოუვლინდა, ხოლო მოზარდ გოგონას სიმპტომები არ ჰქონია.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ტოკიოსა და კიდევ სამ მეზობელ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში კორონავირუსის დაახლოებით 289 000 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 4 061 ინფიცირებული პაციენტი.