იაპონიაში ტაიფუნს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიდევ ორი დაკარგულად ითვლება.
ტაიფუნმა „ტრამიმ“ დასავლეთ იაპონიაში წყალდიდობა გამოიწვია, კუნძულ ჰოკაიდოზე კი მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
სტიქიის გამო სხეულის დაზიანება 127-მა ადამიანმა მიიღო.
ელექტროენერგიის გარეშე 400 000-მდე ოჯახია დარჩენილი. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, 200-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.
ტაიფუნი „ტრამი“ იაპონიას 30 სექტემბერს დაატყდა თავს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევდა.