იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი, 189 კი დაშავებულია.

სტიქიის ზონაში 136 000 ადამიანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, 5 000 მაცხოვრებელი კი ელექტროენერგიის გარეშე.

ქვეყნის 11 პრეფექტურაში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის გამო შეჩერებულია აეროპორტ ნარიტას მუშაობა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანი ამ დრომდე დროებით საცხოვრებელ ცენტრებში რჩება.