იაპონიაში სულ უფრო პოპულარული ხდება სახლი, რომელიც მიწისძვრის დროს ჰაერში ადის [ვიდეო]

იაპონიაში სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი სახლი, რომელიც მიწისძვრის დროს ჰაერში იწევა.

კომპანია „ეარ დანშინ სისტემსის“ მიერ შექმნილი სახლი მიწისძვრის დროს ჰაერში რამდენიმე სანტიმეტრით ადის და მიწისქვეშა ბიძგების დასრულებამდე ჩერდება.

ფუნდამენტში ჩაყოლებული სენსორები სეისმურ აქტივობას აღიქვამენ და სიგნალს აწვდიან ჰაერის კომპრესორებს, რაც თავის მხრივ საჰაერო ბალიშებს ბერავს და სახლი ჰაერში აჰყავს.

ტექნოლოგია გასულ ათწლეულში შემუშავდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მიექცა. ამჟამად იაპონიაში 100-მდე მსგავსი სახლია.

დატოვე კომენტარი