იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო. როგორც იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“ იუწყება, ერთ-ერთი პირველი საკურა ნაგასაკის პარკში აყვავდა. საკურას ყვავილობას მონიტორინგს იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის სპეციალური განყოფილება უწევს.
სეზონი გახსნილად მაშინ ცხადდება, როდესაც კონტროლირებადი ხეებიდან ერთ-ერთზე სულ მცირე ხუთი ვარდისფერი ფურცელი გაჩნდება.
ნაგასაკის პარკში საკურა ჩვეულ დროსთან შედარებით ოთხი დღით ადრე აყვავდა, რაც იაპონიაში არსებულ თბილ ტემპერატურას უკავშირდება. ტოკიოში ჰაერის ტემპერეტურამ 19 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
საკურა იაპონიის სიმბოლოდ ითვლება. იაპონიაში საკურას 5 ძირითადი და 200 ჰიბრიდული სახეობა მოჰყავთ.