იაპონიაში მფრინავი მანქანა წარმატებით გამოსცადეს
იაპონიაში მფრინავი მანქანა წარმატებით გამოსცადეს

იაპონიაში მფრინავი მანქანა წარმატებით გამოსცადეს.

კომპანია NEC-ის მიერ შექმნილი დიდი ზომის ოთხპროპელერიანი მფრინავი მანქანა სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა. მან სატესტო რეჟიმში ჰაერში ერთი წუთი გაატარა.

მფრინავი ავტომობილის შექმნაზე იაპონიაში ერთი წელი მუშაობდნენ. მისი სიგრძე 3,9 მეტრი, ხოლო სიგანე 3,7 მეტრია. მფრინავი ავტომობილი 150 კილოგრამს იწონის.

იაპონიის მთავრობა მფრინავი ავტომობილების გაყიდვას 2023 წლიდან გეგმავს. თავდაპირველად მსგავსი აპარატები ნივთების გადასატანად იქნება განკუთვნილი, 2030 წლიდან კი, გეგმავენ, რომ მფრინავი ავტომობილებით ადამიანებიც ისარგებლებენ.