იაპონიაში მამაკაცი მოქალაქეებს ცივი იარაღით დაესხა თავს

18:04, 25.03.2019

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში უცნობი პირი მოქალაქეებს ცივი იარაღით დაესხა თავს.

შემთხვევის შედეგად სამმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დაშავებულთა შორის ერთი ქალია. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი