იაპონიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 688 შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 688 შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 2 688 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიაში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 145 365 შემთხვევა.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 32 ინფიცირებული და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 2 119 შეადგინა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 400 ინფიცირებულს მკურნალობენ.