იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ძლიერმა წვიმამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა და ცალკეულ ადგილებში მეწყერი გამოიწვია. სტიქიის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 850 ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

წყალდიდობამ საავტომობილო გზები და სარკინიგზო მაგისტრალები დატბორა. რეგიონში გადაადგილება შეფერხებულია.

იაპონიის ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებისთვის დამატებით 100 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა.

იაპონელი სინოპტიკოსები უახლოეს 24 საათში ძლიერ წვიმას ქვეყნის სხვა რეგიონებშიც პროგნოზირებენ.