იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით საერთო ჯამში 14097 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 364.

ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, განსაკუთრებით მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში. ქვეყანაში ოქროს კვირის დღესასწაული იწყება, რომელიც მაისის დასაწყისამდე გრძელდება.