იაპონიაში ავტომობილი მცირეწლოვანი ფეხით მოსიარულეების ჯგუფში შევარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ქალაქ ოტსუში მომხდარი ინციდენტის დროს 15 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 13 მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა ასაკიც 2-3 წელია. ოთხი მცირეწლოვანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მცირეწლოვანთა ჯგუფი აღმზრდელებთან ერთად საბავშვო ბაღში მიდიოდა. ისინი შუქნიშანთან იცდიდნენ, როდესაც ავტომობილი დაეჯახათ. სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს. პოლიცია ავარიის მიზეზების დადგენას ცდილობს.