იაპონიას რუსეთთან ტერიტორიული დავის გადაწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს
იაპონიას რუსეთთან ტერიტორიული დავის გადაწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს

ტერიტორიული დავის გადაწყვეტის საფუძველზე, იაპონიას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის პარლამენტის გახსნის სესიაზე პროგრამულ სიტყვაში განაცხადა.

სინძო აბეს თქმით, რუსეთთან იაპონიის ურთიერთობები არანორმალურ მდგომარეობაშია, რადგან ორ ქვეყნას შორის 70 წელზე მეტია სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

„რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობებში ნდობის საფუძველზე, ჩვენ ტერიტორიულ საკითხებს გადავწყვეტთ და რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას გავაფორმებთ“, – აღნიშნა იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა იაპონიას წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შესთავაზა.