იაპონიას ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა
იაპონიას ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა „ფაქსაიმ“ გადაუარა. სტიქიას, რომელსაც თან ძლიერი ქარი და წვიმა ახლავს, სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღემატება, რაც მეტეოროლოგების განცხადებით, ამ რეგიონისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
სტიქიამ რამდენიმე მეწყრული პროცესიც გამოიწვია, ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. უსაფრთხოების მიზნით, მეწყერსაშიში ზონებიდან 2000-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მილიონამდე საცხოვრებელი სახლი. დედაქალაქში ფესვიანად არის მოგლეჯილი ხეები.
სტიქიის გამო, გადაიდო ასობით ავიარეისი. შეფერხებით ფუნქციონირებს სარკინიგზო მიმოსვლას.
ტაიფუნის გამო იაპონიის ცენტრალურმა რკინიგზამ ტოკიოსა და ოსაკას დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალზე ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა შეწყვიტა.