იაპონიამ „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ პრეპარატ „ფავიპირავირის“, იგივე „ავიგანის“ კლინიკური გამოცდა დაიწყო
იაპონიამ „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით პრეპარატ „ფავიპირავირის“, იგივე „ავიგანის“ კლინიკური გამოცდა დაიწყო. „ბიბისის“ ინფორმაციით, ცდებს კამერების მწარმოებელი კომპანია „ფუჯიფილმი“ ატარებს. ეს არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, შეაჩეროს მექანიზმები, რომელსაც ვირუსები რეპროდუცირებისთვის იყენებენ. ის დამტკიცებულია იაპონიაში გრიპის სამკურნალოდ, თუმცა ხშირად არ გამოიყენება.
„ბიბისი“ წერს, რომ „ავიგანმა“ „რემდესივირის“ მსგავსი ეფექტი ვერ აჩვენა. ასევე, არსებობს კრიტიკული შეფასება, რადგან ფეხმძიმობის დროს აღნიშნული წამლის მიღება სამშობიარო დეფექტებს იწვევს. ლიდსის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ ასევე წერს, რომ სამკურნალო საშუალებად დამტკიცების შემთხვევაში, წამლის გამოყენება სავარაუდოდ არ იქნება ხელსაყრელი ორსულობის დროს, ბავშვებში და სქესობრივი მომწიფების პერიოდში.