იაპონია ტოკიოს მახლობლად ძლიერი ტაიფუნის მოახლოებასთან დაკავშირებით წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
იაპონიამ ტოკიოსა და მიმდებარე რეგიონებში საგანგებო გაფრთხილებები გაავრცელა, რადგან ძლიერი ტაიფუნი „დუჯუანი“ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ექსპერტების შეფასებით, „დუჯუანმა“ შესაძლოა, მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვიოს.
ამ დროისთვის გაუქმებულია 200-ზე მეტი ავიარეისი, ხოლო სარკინიგზო მიმოსვლის ზოგიერთი სერვისი შეჩერებულია.