იაპონია-სენეგალი - მატჩის ანონსი
იაპონია-სენეგალი - მატჩის ანონსი

24 ივნისი. ეკატერინბურგი. სტადიონი “ეკატერინბურგ-არენა“. დასაწყისი – 19:00 საათი
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ჯგუფის ლიდერები – იაპონია და სენეგალი ერთმანეთში გადაწყვეტენ, რომელი გუნდი გაინაღდებს ვადაზე ადრე პლეი ოფში თამაშს.

ორივე გუნდმა თავისი თამაშით პირველ ტურში ყველა გააკვირვა. იაპონიამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაკრები დაამარცხა. მართალია, კოლუმბიას თითქმის მთელი მატჩი 10 ფეხბურთელით მოუწია თამაში, მაგრამ ტურნირის წინ, იაპონელებს ყველა ბოლო ადგილს უწინასწარმეტყველებდა.
სენეგალი ძალიან დამაჯერებლად გაუსწორდა პოლონეთს. იმ მატჩში ადამ ნავალკას გუნდი უღიმღამოდ გამოიყურებოდა, მაგრამ აფრიკელთა დამსახურება სწორედ იმაშია, რომ პოლონელები საკუთარ თავს არ ჰგავდნენ.

პირველი ტურის მატჩები

კოლუმბია-იაპონია 1:2
გოლები: 0:1 კაგავა (6-პენ), 1:1 კინტერო (39), 1:2 ოსაკო (73)

პოლონეთი-სენეგალი 1:2
გოლები: 0:1 ციონეკი (37-საკ. კარში), 0:2 ნიანგი (60), 1:2 კრიხოვიაკი (86)

ახალი ამბები

იაპონიას შესაძლოა, კეისუკე ჰონდა გამოაკლდეს, რომელმაც კუნთის მცირე ტრავმა მიიღო.
ასევე მცირე ტრავმა აქვს შინჯი ოკაზაკის, რომელმაც წინა მატჩში მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი ითამაშა.
სენეგალის ძირითადში მოსალოდნელია მამე დიუფის შეცვლა, რომელსაც არც ერთი დარტყმა არ ჰქონია პოლონეთთან. ალტერნატიული ვარიანტებია: მუსა კონატე და მუსა სოვი.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს სამჯერ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ. სამივე მატჩი ამხანაგური იყო. სენეგალმა ორი მოიგო (2001 წელს – 2:0 და 2003 წელს – 1:0) და ერთი ფრედ დასრულდა.

საინტერესო ფაქტები

– იაპონიას შეუძლია გახდეს პირველი აზიური გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი სასტარტო მატჩი მოიგო.
– იაპონიას მსოფლიოს ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი აქვს მოგებული აფრიკული გუნდებისთვის.
კეისუკე ჰონდას მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩში 6 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა – 3 გოლი და 3 პასი.
– სენეგალს ჯგუფურ ეტაპზე წაგება არ აქვს.

რა თქვეს მწვრთნელებმა
აკირა ნისინო (იაპონია):

„ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა აფრიკულ გუნდებზე: ისინი უკეთ არიან მომზადებული ფიზიკურად, სწრაფები არიან. რაც შეეხება სენეგალს, ეს გუნდი ძალიან დისციპლინირებულია. ფრთხილად ვითამაშებთ. სენეგალელები ძალიან ძლიერები არიან შეტევაში, ამიტომაც, უნდა შევიმუშავოთ მათი ბლოკირების ტაქტიკა და სტრატეგია“.

ალიუ სისე (სენეგალი):

„იაპონიის ნაკრებში არაფერი მაშინებს. ის გუნდური თამაშით არის კარგი, ზუსტი გადაცემები აქვთ და პრესინგი შეუძლიათ. მაგრამ ვფიქრობ, სენეგალს შემთხვევით არ მოუგია პოლონეთისთვის. ჩვენ მოგებაზე ვითამაშებთ”.

სავარაუდო შემადგენლობები

იაპონია: კავასიმაიოსიდა, ნაგატომო, საკაი, სეძიჰასებე, სიბასაკი, კაგავა, ჰარაგუტი, ინუიოსაკო.
სენეგალი: ჰ. ნ’დიაიევაგე, ს. სანე, კულიბალი, საბალიგუეიე, ა. ნ’დიაიე – სარი, მანე, დიუფი – ნიანგი.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!