იაპონია საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, აშშ-ის, კანადის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა დროებით ეკრძალებათ.
ამასთან ერთად, იაპონია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, 73 ქვეყანაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 866 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან განკურნება ამ დრომდე 424-მა ადამიანმა მოახერხა. ვირუსს იაპონიაში 54 ადამიანი შეეწირა.