იაპონია რუსეთის კიდევ 140-ზე მეტი მოქალაქის აქტივებს ყინავს და ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვებს აფართოებს
იაპონია რუსეთის კიდევ 140-ზე მეტი მოქალაქის აქტივებს ყინავს და ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვებს აფართოებს

იაპონია რუსეთის კიდევ 140-ზე მეტი მოქალაქის აქტივებს ყინავს და ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვებს აფართოებს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ლონდონში ვიზიტის დროს განაცხადა.

დაუნინგ სტრიტზე პრემიერ-მინისტრ ბრის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას, იაპონიის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალადობას შედეგები უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, რუსეთის აგრესია არ არის პრობლემა მხოლოდ ევროპისთვის.

„უკრაინა შიძლება, ხვალ გახდეს აღმოსავლეთ აზია“, – აღნიშნა ფუმიო კიშიდამ, როდესაც მას ჰკითხეს შესაძლო პარალელებზე ევროპაში რუსეთის აგრესიასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის დომინანტობას შორის.

ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია და მისი მოკავშირეები არასდროს უნდა იყვნენ შემწყნარებლები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში სტატუს-კვოს ძალის გამოყენების შეცვლის ცალმხრივი მცდელობის მიმართ.