იაპონია 2:2 სენეგალი (ვიდეო)

ძალიან საინტერესო გამოდგა „H“ ჯგუფში სენეგალისა და იაპონიის დაპირისპირება. თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდს 3-3 ქულა ჰქონდა და გუნდები ლიდერის პოზიციისა და პლეიოფში თამაშის რეალური შანსისთვის იბრძოდნენ.

დაპირისპირების პირველი გოლი სადიო მანემ იაპონელი მცველების შეცდომის შემდეგ გაიტანა და აფრიკული გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ სენეგალელები თითქოს მოეშვნენ და ინიციატივა იაპონელებმა იგდეს ხელთ. აზიელებმა ანგარიში 34-ე წუთზე გაათანაბრეს. ტაკაში ინუიმ ბურთი მეტოქის საჯარიმოში კარგად დაამუშავა და ნდიაიეს აუღებელი დაურტყა – 1:1.

ინიციატივას მეორე ნახევარშიც „ლურჯი სამურაები“ ფლობდნენ, თუმცა ტაიმის პირველი გოლი კვლავ სენეგალელებმა შეაგდეს. მეტოქის საჯარიმოში ძალზედ ეფექტურად საბალი თამაშობდა, რომელმაც მუსა ვაგუეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა აფრიკელები ხელმეორედ დააწინაურა.

სენეგალი მატჩის მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ მოედანზე ახლად შემოსულმა კეისუკე ჰონდამ ანგარიში 78-ე წუთზე გაათანაბრა.

საბოლოო ჯამში მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს და „H“ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილს იყოფენ. პოლონეთს და კოლუმბიას კი ჯერ-ჯერობით 0 ქულა აქვთ და ერთმანეთს დღეს, 22:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!