იაპონელთა 80 პროცენტი ტოკიოს ოლიმპიადის წინააღმდეგ გამოდის
იაპონელთა 80 პროცენტი ტოკიოს ოლიმპიადის წინააღმდეგ გამოდის

იაპონიის მოსახლეობის 80.1 პროცენტს შეუძლებლად მიაჩნია კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტოკიოს ოლიმპიადისა და პარალიმპიადის ჩატარება. ამის შესახებ წერს სააგენტო „კიოდო“, რომელმაც სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა 35.3 პროცენტი ოლიმპიადის გაუქმების წინადადებით გამოდის. 44.8 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ზაფხულის თამაშები აუცილებლად სხვა დროისთვის უნდა გადაიტანონ.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წელს 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიტანეს. თამაშების ჩატარების ახალი ვადებია – 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე.